ნანა მეფარიშვილის ლექსები

ნანა მეფარიშვილის ლექსები


.

ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე!


 გეფერები, გელექსები ჩემო,
 შენს მიწაზე ანგელოზნი მღერენ,
 ჩემს ტკივილზე, აბა როგორ ვწერო,
 ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე.

 ღვთისმშობელის გაფარია კალთა,
 ის გიფანტავს ტკივილიან ფერებს,
 გეფარებით გადაგვირჩე რათა,...
 შენ სამშობლოვ, დანარჩენი მერე.

 სთქვი, სად გტკივა, გენაცვალო დაღლილს,
 გემსხვერპლები ჩემო, დამიჯერე,
 სხვა რამ ნატვრა სათქმელადაც არ ღირს,
 ჯერ სამშობლო, დანარჩენი მერე.

 ბილიკ–ბილიკ დაგირბინო უნდა,
 მოვიფერო მთა, წყარო თუ ღელე,
 ოცნებებიც ნუ ახდება თუნდა,
 ჯერ მამული, დანარჩენი მერე.

 არად მიღირს სხვა რამ აღმა–ფრენა,
 არც ის ჩემო, რაც ლექსებად გწერე,
 ჯერ უფალი და ღმერთების ენა,
 ჯერ სამშობლო, ყველაფერი მერე!



[ნანა მეფარიშვილი Facebook]

|