ნანა მეფარიშვილის ლექსები

ნანა მეფარიშვილის ლექსები


.

თეთრი ბილიკი


 ვერ შეიყვარე ზამთრის სუსხი, ცდილობდი ძალზედ,
 ჩანს მარტოობა გრძელ ღამეებს უფრო ამძიმებს...
 კიდევ რამდენი დეკემბერი მოდგება კარზედ,
 არა, არ გინდა, ასე დიდხანს რა გადაძინებს.

 თავად მდუმარე, არემარეს დუმილს უწუნებ,
 შემოგჩვევია ეგ სისუსტე, გაგცა საბრალო,...
 დაფარა თოვლმა გასასვლელი, იმად წუწუნებ,
 რადან არ ძალგიძს ეს ბილიკი მარტომ გაკვალო.

 გაგცა ზამთარმა, გადაფარა გზა და სავალი,
 ფიფქების ცეკვას გაბუტული წყენით უცქერდი,
 უკვალავ გზებზე მოგყვებოდა გვერდით არავინ,
 და ქარბუქებში, გაზაფხულებს ლექსებს უწერდი.

 ნუ აარიდებ შენს ღიმილებს ფიფქებს დაზამთრულს,
 ნახავ, მოგხედავს და სიცივის დღეებს გაკმარებს,
 შეიყვარებდი შენ ზამთარსაც, როგორც გაზაფხულს,
 თეთრ ბილიკებზე, რომ ტოვებდე ორის ნაკვალევს.



[ნანა მეფარიშვილი Facebook]

|